ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნატო ასლანიკაშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს მიმართავს:
ასლანიკაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
„ქალბატონ პოლიციის თადარიგის კაპიტანს ეკატერინე გიგაურს!!!!
ქალბატონო ეკატერინე, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, არჩევნები სამუშაო დღეს დაინიშნა. ემიგრანტები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა 8 საათამდე მუშაობს და უნდა საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება, მხოლოდ გვიან თუ შეძლებს ამის გაკეთებას.
თქვენი სასამართლოსადმი მიმართვით კი შეიძლება შეგვეზღუდოს ჩვენი კონსტიტუციური უფლება. თქვენ, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი, იმაზე უნდა იყოთ ორიენტირებული, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შევძლოთ კონსტიტუციით მონიჭებული უფლების რეალიზაცია. თქვენმა გაუაზრებელმა გადაწყვეტილებამ კი შეიძლება საერთოდ წაგვართვას სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობა. შესაბამისად, შეზღუდვების დაწესებისაკენ სწრაფვის ნაცვლად იზრუნეთ, რომ ჩვენ შევძლოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ჯერ დაინტერესდით ჩვენი ყოფით და მერე გააკეთეთ მსგავსი განაცხადები.
#ნუ წამართმევ საარჩევნო უფლებას!!!“ - წერს ასლანიკაშვილი.