რუმინეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ფლორინ იორდაკემ ევროკავშირის ინსტიტუტებს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შუა თითი აჩვენა. აღნიშნულის მიზეზი ევროკომისიისა და ევროპარლამენტის მხრიდან რუმინეთის სასამართლო რეფორმის კრიტიკა გახდა.
ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე განაცხადეს, რომ რუმინეთის მთავრობა რისკის ქვეშ აყენებს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას და ასუსტებს კანონის უზენაესობას.
„ევროკავშირის აბსურდული მოთხოვნები, რომელიც უცნობმა ექსპერტებმა გაახმოვანეს, რუმინეთის სასამართლო სისტემას დაბლოკავენ და აიძულებენ ბუქარესტს, გააუქმონ ახალი კანონი მოსამართლეებისა და პროკურორების დანიშვნაზე", - განაცხადა ფლორინ იორდაკემ.