არიან თუ არა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართული პიარტექნოლოგები ისრაელიდან? თავად სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მის საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები.
რატომ დასჭირდა „ოცნებას" უცხოელი პიარტექნოლოგების დახმარება და არიან თუ არა მეორე ტურისთვის საქართველოში მოწვეული პაირტექნოლოგები ისრაელიდან, „რეზონანსი" ამის გარკვევას მმართველი გუნდის წევრებთან შეეცდა.
„სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამაპანიაში ჩართული ნამდვილად არ არიან რუსი პიარტექნოლოგები, ვაშაძის შტაბთან განსხვავებით, სადაც რუსი პიარტექნოლოგები ჰყავთ მოწვეული. ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან როგორც ქართველი, ასევე დასალეთის სხვადასხვა ქვეყნების პიარის სპეციალისტები.
„ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება „კაგებეს" პიარტექნოლოგების დახმარება. მთავარი არის საქმე და მერე როგორ შეფუთავ ამას, ამას სჭირდება დახმარება და ეს არის პიარტექნოლოგების საქმე, რომ დაუპირისპირდნენ იმ სიყალბეს და სიცრუეს, რომელიც მოდის და ამომრჩევლამდე მიიტანონ სიმართლე.
„ამას ვაკეთებთ ჩვენ, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტების დახმარებით, არამედ ქართველი და დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნების პიარტექნოლოგების დახმარებით", - განაცხადა „მთელ კვირსთან" საპრლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ.