ისტორიკოსი გუგა სამხარაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„პიროვნება, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, გახლავთ კლაუს ბარბიე(1913-1991) - მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაშისტური გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის წლებში, ქ.ლიონის გესტაპოს უფროსი. მეტსახელი : "ლიონელი ყასაბი". ომის შემდეგ საფრანგეთის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სიკვდილი, მაგრამ ბარბიემ, ამერიკელთა დახმარებით(!!!), შეძლო ბოლივიაში გადაბარგება და შეცვლილი გვარით (ალტმანი) იქ საკმაოდ კომფორტული ცხოვრება მოიწყო.ერთხანს ბოლივიის პრეზიდენტის მრჩეველიც იყო უშიშროების საკითხებში.ფრანგები კი ...ეძებდნენ.
70-იანი წლების დასაწყისში იგი აღმოაჩინეს და "გაშიფრეს" ფრანგმა ჟურნალისტებმა სერჟ და ბეატე კლარსფელდებმა. 1983 წელს ბოლივიის ხელისუფლება იძულებული გახდა, დაეკმაყოფილებინა საფრანგეთის მხარის მოთხოვნა დამნაშავის გადაცემის შესახებ. "ლიონელი ყასაბი" 1987 წელს კვლავ გაასამართლა(ამჯერად უკვე არა დაუსწრებლად - საბრალდებო სკამზე მობუზული, გასაცოდავებული სახით იჯდა ერთ დროს მრისხარე ჯალათი) საფრანგეთის სასამართლომ და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულობებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ბარბიე 1991 წელს,78 წლის ასაკში, ციხეში გარდაიცვალა კიბოს დიაგნოზით. რამ გამახსენა ახლა "ლიონელი ყასაბი"? რამ და...რაო, რაო, ნაციონალებმა და მიშიკომ? რა დროს ძველ ამბებზე ლაპარაკიაო? რაღა დროს ქუჩაში ჩახოცილი ბიჭები და ციხეებში ნაწამებ- დახოცილი ხალხიაო?" - წერს გუგა სამხარაძე.