"დავით სოკოლოვმა დამირეკა, საიქიოდან გაწუხებო" - ტელეწამყვანზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში დავით სოკოლოვის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას გამოეხმაურა:

"მოკლედ, დავით სოკოლოვმა დამირეკა ტექსტით, უკაცრავად, საიქიოდან გაწუხებ ჩემო მაკა, არ მეგონა ასე კარგი თუ იყო აქაურობაო და დიდი მადლობა გადაეცი ყველას ვინც მიგლოვაო. სინამდვილეში კი აგერ ვარ საბურთალოზე სახლში და ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ ნამეტანი გადაჭარბებულიაო", – წერს მაკა რაზმაძე.