არჩილ თალაკვაძე: 2019 წელი ეს იქნება ინფრასტრუქტურის წელი სხვა პრიორიტეტებთან ერთად

არჩილ თალაკვაძე: 2019 წელი ეს იქნება ინფრასტრუქტურის წელი სხვა პრიორიტეტებთან ერთად

"მეორე ტურის კამპანია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, ჩვენ გვქონდა შეხვედრა ახალქალაქში,საზოგადოებასთან .როგორც იცით სამცხე-ჯავახეთში სალომე ზურაბიშვილმა ძალიან მაღალი შედეგით გაიმარჯვა პირველ ტურში. მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი კიდევ უფრო მაღალი შედეგით გაიმარჯვებს სამცხე-ჯავახეთში. დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ არის იმის დასტური , რომ ადგილობრივ საზოგადოებასა და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს შორის ძალიან ძლიერი კავშირია.

არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან შაბათის კურიერში ხმების მობილიზების შესახებ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და  განაცხადა:

"კამპანია მიმდიანრეობს არა მხოლოდ გარდაბანში,არამედ მთელს საქართველში,დღეს ნახეთ ეს კამპანია და რუსთავი 2-მაც ნახა ახალქალაქში. მთელს საქართველოში ძალიან დიდი მხარდაჭერაა . საზოგადოებას თვალწინ აქვს არჩევანი,რომელიც უნდა გააკეთოს.

ეს არის პრინციპული არჩევანი ადამიანებს შრორის,რომლებიც ნიღბებით მოდიან და აპირებენ მოსვლას და ადამიანებს შორის,რომლებიც უბრალოდ სიმართლით მოვიდნენ ამ დრომდე. ეს არის ჩვენი გუნდი,რომელმაც ქვეყანაში ადამიანის პატივისცემა,ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი დააბრუნა.

დღეს ჩვენ გავახმოვანეთ აქ გეგმები,რომელიც სამცხე-ჯავახეთისთვის მომდევნო წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული. ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება მთელი საქართველოს მასშტაბით. შეიძლება ითქვას,რომ 2019 წელი ეს იქნება ინფრასტრუქტურის წელი სხვა პრიორიტეტებთან ერთად და ძალიან ბევრი ახალი პროექტი განხორციელდება ყველა რეგიონში. ეს ნიშნავს რომ იქნება კიდევ უფრო მკაცრი,კიდევ უფრო ეფექტური მართვა და მათ შორის, დეპუტატები,მაჟორიტარები პასუხისმგებლები ვართ,რომ თვალი მივადევნოთ ამ განვითარებას,ძალიან აქტიურად ვიქნებით კონტაქტზე საზოგადოებასთან.