ღმერთმა ინებოს, არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს ჩვენს ქვეყანაში - ილია მეორე

ღმერთმა ინებოს, არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს ჩვენს ქვეყანაში - ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმედს გამოთქვამს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის.

"ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა იყოს ეკლესიაში, მშვიდობა იყოს ქვეყანაში. ღმერთმა ინებოს რომ ის არჩევნები, რომელიც მომავალში უნდა იყოს ქვეყანაში,  მშვიდობით ჩატარდეს. ღმერთი მოწყალეა", - განაცხადა  ილია მეორემ.

დღეს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვა აღავნილა. უწმინდესმა წითელი ჯვრის თანამშრომლები და მოხალისეებიც დალოცა.

დღესვე, გაიმართება მორიგი საყოველთაო ნათლობა და უწმინდესი 700-ზე მეტი ბავშვის ნათლია გახდება.