თბილისის ქუჩებში, ბილბორდებზე წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით "არა ნაცებს“, "არა ბოროტებას“.
ბანერებზე მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ბაჩო და დათა ახალაიების, მეგის ქარდავას, ვანო მერაბიშვილისა და ნიკა გვარამიას ფოტოებია გამოსახული.
"ხელისუფლების უკიდურესად მძიმე გამოვლინება - კოლექტიური "მეჩითოვები"... როცა ხალხთან სალაპარაკო არაფერი აქვთ", - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი სახე, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი ახალ პოლიტიკურ გამოფენას.
გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩორგოლეიშვილი კი გაკვირვებას ვერ მალავს, იმ ბილბორდებზე გიგა ბოკერია რატომ არ არის.
ჩერგოლეიშვილი თავის ოფიციალურ გვერდზე პოსტერის ფოტოს აქვეყნებს "ევროპული საქართველოს ამომრჩეველი რომ სჭირდებათ, დავიჯერო მაგას მიხვდნენ? - ბოკერია არ გამოუსახავთ, გამიკვირდა ქოცებისგან“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, დედაქალაქის და ბათუმის ქუჩებში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, "ქართული ოცნების" ლიდერების ფოტოების გამოჩენის შემდეგ, ახალ პოლიტიკურ, არაჩვეულებრივ გამოფენას, წუხელ მსგავსი ტიპის ბილბორდებიც შეემატა.
როგორც ჩანს, "ქართული ოცნების" ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ამომრჩეველს წინ ბევრი "არაორდინალურ-არაჩვეულებრივი" გამოფენა და სიურპრიზი წინ ელოდებათ.