სოფიო ქაცარავა:

სოფიო ქაცარავა: "ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველო კვლავ წარმოჩნდა, როგორც სამაგალითო ქყვეყნა დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით"

საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ ანგარიშში  პოზიტიურად შეფასდა გატარებული რეფორმები. ანგარიშის ავტორმა და მომხსენებლმა ულა შმიდტმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სამაგალითო ქვეყანაა დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით, ხოლო საქართველოს მისწრაფება, რომ გაწევრიანდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში არის მამოძრავებელი ძალა რეფორმების გატარებისთვის.

ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში  ხაზგასმულია, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა შავი ზღვის რეგიონში, სადაც კორუფციის დონე არის ზოგიერთ ევროკავშირის ქვეყანაზეც კი უფრო დაბალი. ასევე, ანგარიშში აისახა დემოკრატიის და პრესის თავისუფლების ინდექსების გაუმჯობესებაც.

მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშის ნაწილი ეთმობდა საქართველოში არსებულ სამოქალაქო საზოგადოებასაც, რომელიც მრავალფეროვანია და მათი უდიდესი ნაწილი ევროპული ღირებულებების მატარებელია, რაც დემოკრატიის მაღალი ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.