თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის რიმა ბერაძემ ზაზა სარალიძის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ შვილმოკლული მშობლის ტკივილს ყველა იზიარებს. იქვე მან ნაციონალურ მოძრაობაზეც ისაუბრა:
„თქვენ კი, რომლებიც აანონსებთ რევოლუციასა და დესტაბილიზაციას, გეკითხებით, 150 ბიჭი რომ მიწაში ჩააწვინეთ, რომელ დედას მიუსამძიმრეთ და რომელი ოჯახის წინაშე დახარეთ თავი?! ამიტომაა, რომ ხალხს არ უნდიხართ. საზოგადოების დაკვეთაა ,,არა ნაციონალურ მოძრაობას!“, რასაც მეორე ტურში იხილავთ კიდეც. აღარ გვინდა სიძულვილი, შური, სავსე ციხეები, ცოცხები და კაცთა კვლა”, – განაცხადა რიმა ბერაძემ.