ერთ-ერთი, ვისაც გია ხუხაშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას სთავაზობს, ალეკო ელისაშვილია

ერთ-ერთი, ვისაც გია ხუხაშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას სთავაზობს, ალეკო ელისაშვილია

ერთ-ერთი პირი, რო­მელ­თა­ნაც მე­სა­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის შექ­მნის შე­სა­ხებ ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვილს კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­და, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლია. რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ამ ეტაპ­ზე იგი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნა­ზე, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის შემ­დეგ გა­ი­მარ­თე­ბა, თუმ­ცა მისი თქმით, გია ხუ­ხაშ­ვი­ლი­საზ­რე­ბი მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა და არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მო­მა­ვალ­ში ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ერ­თოს. ელი­საშ­ვი­ლი ასე­ვე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა მის მიერ შექ­მნილ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­მაც და­ი­წყოს.

„გარ­კვე­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია მე და ხუ­ხაშ­ვილს ნამ­დვი­ლად გვაქვს. მისი აზ­რე­ბი და რჩე­ვე­ბი ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, მათ შო­რის ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის შექ­მნა­ზე. ვსა­უბ­რობ­დით იმა­ზე, 2020 წლის­თვის სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცია გარ­და­იქ­მნე­ბა პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად თუ შე­იქ­მნე­ბა ერ­თობ­ლი­ვი ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია - ამა­ზე აზ­რე­ბი გავცვა­ლეთ. ყვე­ლა გრძნობს, რომ აღარ უნდა იყოს ორ­პო­ლუ­სი­ა­ნი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა. ყვე­ლა გრძნობს, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. ამას გრძნობს ყვე­ლა, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნი. მე ვუ­თხა­რი, რომ ამ ეტაპ­ზე ჩემი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არის სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფორ­მი­რე­ბა და შემ­დეგ­ში ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ძლი­ერ გუნდთან ერ­თად პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ და აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა და­ვი­წყოთ, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში ვიქ­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

აუ­ცი­ლებ­ლად შე­იქ­მნე­ბა ახა­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი და მე ამას ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს შე­ვუ­წყობ, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნუ­ცხა­და.

"მას შეუძლია საინტერესო პოლიტიკური ფიგურებიდან, რაღაც ახალი შექმნას" - მოდის თუ არა გია ხუხაშვილი პოლიტიკაში?

მისი გან­მარ­ტე­ბით, ამ დრო­ის პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ქვე­ყა­ნა­ში სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დგას დღის წეს­რიგ­ში და ის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­იქ­მნე­ბა. რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის შექ­მნა­ში თა­ვად აქ­ტი­უ­რად მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.