ინტერნეტსივრციდან გამქრალი გიორგი კვირიკაშვილის Facebook-ის გვერდი 2 თვის შემდეგ გააქტიურდა

ინტერნეტსივრციდან გამქრალი გიორგი კვირიკაშვილის Facebook-ის გვერდი 2 თვის შემდეგ გააქტიურდა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის Facebook-ის გვერდი რომელიც რამდენიმე თვე ინტერნეტსივრციდან გამქრალი იყო დღეს გააქტიურდა, კვირიკაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც პასუხი იყო გაცემული კითხვაზე, აპირებს თუ არა ის პოლიტიკაში დაბრუნებას.

ზაფხულში, როდესაც კვირიკაშვილის გვერდი ინტერნეტსივრციდან გაქრა, მთავრობის ადმისტრაციაში აცხადებდნენ, რომ მას შემდეგ რაც კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, გვერდი მის პირად მართვაში გადავიდა და ადმინისტრაცია ამაზე პასუხისმგებელი აღარ არის.