ბატონმა ბერძენიშვილმა სააკაშვილისგან თავზე ხელის გადასმა დაიჯერა

ბატონმა ბერძენიშვილმა სააკაშვილისგან თავზე ხელის გადასმა დაიჯერა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძისთვის გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ, გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით „რესპუბლიკელების“ პოზიცია გაუგებარია. მისი შეფასებითმ, „ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ „რესპუბლიკელებმა“ ახლა მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

„გაუგებარია მათი ეს პოზიცია. ეს არ არის პრინციპული პოზიცია. თავზე ხელის გადასმა დაიჯერა ბატონმა ბერძენიშვილმა. მათთვის ეს აღმოჩნდა უფრო მაღალი ღირებულება ვიდრე დემოკრატია, თავისუფლება და ის პრიცნიპები, როდესაც „ქართული ოცნება“ დაუპირისპირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილს. ეს არის მათი გადაწყვეტილება,რომელსაც საზოგადოების მხრიდან ექნება შეფასება მეორე ტურში“,-განაცხადა თალაკვაძემ.

„რესპუბლიკური პარტია“ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებისთვის იბრძოლებს. გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში იმყოფებიან ლევან ბერძენიშვილი, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია.

ჟურნალისტის კითხვაზე, პატიობს თუ არა "ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს იმ ჩანაწერების გამო, რომელიც 2007 წელს გამოქვეყნდა, ბერძენიშვილმა ასე უპასუხა: "თავის დროზე გამოქვეყნდა ჩემი საუბარი რუსეთის საელჩოსთან, რომელიც ფარული არანაირად არ იყო. ღიად იყო საუბარი იმაზე, გამოდის თუ არა საქართველო „ესენგედან“. მე მივმართე ბატონ გრიგოლს თავის დროზე „ფეისბუქით“ და მადლობელი ვარ, რომ ყურადღება მიაქცია და ეს დამთავრდა იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ თავისი ეს საქციელი არ მიაჩნია სწორად. ბოდიშს ვინც მოიხდის, უნდა აპატიო. არ არის იოლი, ასე მოქცევა, სერიოზული ნაბიჯი იყო ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან" - განმარტა „რესპუბლიკური“ პარტიის ლიდერმა.

მისი თქმით, პროგნოზი არის ის, რომ ოპოზიციის კანდიდატი გაიმარჯვებს და გრიგოლ ვაშაძე გახდება ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი.