„რა ქნას ამ ერთმა ბიძინამ?... ტომი ხო არ ვართ, ბელადი გვჭირდებოდეს, ან ფარა, რომ მწყემსი გვჭირდებოდეს“ - პაპუაშვილი ზურაბიშვილის დამარცხებაზე

„რა ქნას ამ ერთმა ბიძინამ?... ტომი ხო არ ვართ, ბელადი გვჭირდებოდეს, ან ფარა, რომ მწყემსი გვჭირდებოდეს“ - პაპუაშვილი ზურაბიშვილის დამარცხებაზე

ზაზა პაპუაშვილისთვის გაუგებარია, რა შუაშია არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილის დამარცხებასთან ბიძინა ივანიშვილი.

„რა ქნას ამ ერთმა ბიძინამ?... ტომი ხო არ ვართ, ბელადი გვჭირდებოდეს, ან ფარა, რომ მწყემსი გვჭირდებოდეს. ჩვენ საკუთარი სახელები და გვარები გვაქვს, იქნება, მე ვერ ვაკეთებ კარგად საქმეს, რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი?

გუნდი რომ აგებს მწვრთნელები სხდებიან და ანალიზს ექვემდებარება რატომ დადგა ეს შედეგი. მაგრამ ეს იმის გამო არა, რომ მოდი ბიძინა ივანიშვილს შევდგეთ, მეორე ტურია რაა რო?,“-ამბობს ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ზაზა პაპუაშვილი.