გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" წევრი გიორგი ვაშაზე არჩევნების მეორე ტურში "რესპუბლიკური პარტიის“ მხარდაჭერას დადებითად აფასებს.
მისი თქმით, ამ ნაბიჯით ოპოზიციამ მეორე ტურში გამარჯვებისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა.
"ძალიან მიხარია დღევანდელი დღე, რადგან ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი მეორე ტურში და ამაში უპირობოდ დარწმუნებული ვარ. ყველაზე მთავარი რაც არის მას შემდეგ ისაა, რომ გრიგოლ ვაშაზე გაიმარჯვებს მეორე ტურში, დღევანდელი დღეც აჩვენებს რომ ჩვენ ვშლით ახალ ფურცელს საქართველოს ისტორიაში, უარი ვთქვათ დაპირისპირებაზე, ბოღმაზე და ერთამენეთის ლანძვაზე და დავიწყოთ მშენებლობის პროცესი. უამრავ თემაზე ვისაუბრეთ რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან და ის ფორმულები რაც მათ აქვთ და რაც ჩვენ გვაქვს დამუშავებული, თანხვედრა ხდება და მართლა შინაგანი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც ახალი ხდება, რომელიც მოუტანს სიკეთეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. პოლიტიკოსების აქ დგომა კი არ არის მთავარი, არამედ მთავარი ის არის, რომ ხვალ საქართველოს ექნება ნათელი მომავალი, აი ამაზე ვისაუბრეთ დღეს და ეს პროცესი გაგრძელდება და უფრო მეტი კარგი ადამიანი ჩაერთვება ამ პროცესი. ძალა ერთობაშია და ერთიანობის იდეა ყოველთვის გაიმარჯვებს დაქუცმაცების და ერთმანეთის დაპირისპირების გარეშე" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.