"რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გამორიცხულია"

ჩვენთვის ზოგადად მნიშვნელოვანია, რომ ფართო საზოგადოება დადგეს იმ იდეის გვერდით, რასაც ქვია ნაცმოძრაობის არ დაბრუნრბა - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "პატრიოტთა ალიანსის" განცხადებას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო აქციებს აანონსებს.

რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, კობახიძე ამას გამორიცხავს:

"რა თქმა უნდა ნაცმოძრაობის დაბრუნების შანსი რეალურად არ არსებობს და ამის გარანტია არის საზოგადოების განწყობა და ამას ჩვენ დავინახავთ არჩევნების მეორე ტურში. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არის გამორიცხული, ეს შემიძლია თამამად გითხრათ" განაცხადა კობახიძემ.