საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება, ამის შესახებ კობახიძემ საპატრიარქოში პატრიარქთან და საულიერო პირებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საპატრიარქოში დღეს ირაკლი კობახიძესთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც იმყოფებოდა.
კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებული იყო. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ მარიხუანას მოხმარების შესახებ რეგულაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდა.