„იმედიდან“ ჟურნალისტები მასობრივად გარბიან - არხიდან შესაძლოა, კიდევ ორი ჟურნალისტი წავიდეს

„იმედიდან“ ჟურნალისტები მასობრივად გარბიან - არხიდან შესაძლოა, კიდევ ორი ჟურნალისტი წავიდეს

"იმედის" ორი ჟურნალისტის, მართა არდაშელიას და ქეთი ბრაჭულის მიერ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე არც ჟურნალისტებს და არც ტელევიზიის წარმომადგენლებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

"პირველი რადიოს" ინფორმაციით, ჟურნალისტურ წრეებში, "იმედიდან" კიდევ ორი ჟურნალისტის შესაძლო წამოსვლასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია. ტელევიზია შესაძლოა, ქრონიკის კიდევ ერთმა ჟურნალისტმა დატოვოს და მასთან ერთად არხიდან "იმედის კვირის" ჟურნალისტი წამოვიდეს.

სამი დღის წინ "იმედმა" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც არხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

"ტელეკომპანია „იმედმა" და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს რას ნიშნავს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ „იმედი" წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი" - ნათქვამია განცხადებაში.