„რესპუბლიკური" პარტია სრულად უჭერს მხარს გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში - ეს განცხადება, „რესპუბლიკური" პარტიის ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციასთან პარტიამ ყველა ის საკითხი განიხილა, რომელიც საერთო ინტერესის საგანია.
მისი თქმით, "რესპუბლიკური" პარტია მის აქტივში არსებული სრული რესურსით გრიგოლ ვაშაძეს მხარს დაუჭერს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთიანდება.
„მათ შორის ისეთი საკითხები, როგორიცაა რომ პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს რომ პრეამბლუაში ავიდეს ევროპული ინტეგრაციის საკითხები ნატო და ა.შ. რაც არის კონსტიტუციაში მაგრამ პრეამბლუაში არ არის. ჩვენ ასევე ვიმსჯელეთ იმაზე, რომ ვინც არიან შეძენა-შენახვაზე მსჯავრდებულები პრეზიდენტმა შეიძლება შეიწყალოს", - ამბობს ბერძენიშვილი.