კანაფის კულტივაცია - გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე პატრიარქს ხვდებიან

კანაფის კულტივაცია - გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე პატრიარქს ხვდებიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ხვდებიან.

შეხვედრის მთავარი თემა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი იქნება.

შეხვედრის დაწყებამდე ირაკლი კობახიძესა და გიორგი გახარიას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.