"სარალიძის შვილი არ მოუკლავს სისტემას, არ გამოიძიას და მოკლას შორის დიდი სხვაობაა" - ქარსელაძე

“სარალიძის შვილი არ მოუკლავს სისტემას, არ გამოიძიას და მოკლას შორის დიდი სხვაობაა”- ამის შესახებ მომღერალმა ნინი ქარსელაძემ , გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, სადაც მოწვეული სტუმრები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებდნენ.

"არ მგონია, რომ რომელიმეს ეჭვი შეეპარება, იმაში რომ ჩვენ ნაკლებად განვიცადეთ დავით სარალიძის მკვლელობის საქმე. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ზაზა სარალიძეს ია მეტრეველსა და ირინა ენუქიძეს ადარებენ. მაშინ თქვენმა სისტემამ მოკლა ეს ბიჭები. ზაზა სარალიძის შვილი არ მოუკლავს სისტემას. მოდი, ამის გამიჯვნა გავაკეთოთ" – განუცხადა ქარსელაძემ ოპონენტებს.