პოლიტიკოსი და "ქართული ოცნების" კოალიციის ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე იმ პერიოდს იხსენებს, როცა ბიძინა ივანიშვილის იდეებს იზიარებდა:
"ბიძინამ მე იმდენი ტყუილები მალაპარაკა (ეს ცალკე თემაა კიდევ) უფასო ფულის თაობაზე, ყველას გვეგონა, რომ ეს კაცი მართლა აპირებს ამის გაკეთებას... იმდენი ტყუილები მალაპარაკა. მჯეროდა მე, იმიტომ, რომ მე იმ ხალხს ვერ დავაჯერებდი, მე თვითონ თუ არ დავიჯერებდი, მე ხომ აფერისტი არა ვარ, რა. მართლა დავიჯერე, რომ გამოდიოდა მიტინგებზე, რომ უფასო ფული იქნება, უპროცენტო ფული იქნება, გადავადება, რესტრუქტურიზაცია, მეთქი, ავშენდით..." - ამბობს სანიკიძე.