პანჩო:

პანჩო: "სააკაშვილი მგელი იყო, აბა ვინ იყო? გადაჭამა მთელი საქართველო"

ასეთი შეფასება გააკეთა "ტვ პირველის" სტუდიაში მომღერალმა ლევან მგალობლიშვილმა, იგივე პანჩომ:

“მეც მაქვს პრეტენზია ხელისუფლებასთან და ხალხიც განაწყენებულია და იმიტომ არ მივიდა არჩევნებზე. მაგრამ ისეთი სიტუაციაა, რომ ხმას თუ არ მივცემთ სალომეს, მაშინ მოვა სააკაშვილის მთავრობა. არავის ავიწყდება რაც გავიარეთ. გავიხსენოთ პოლიციური სახელმწიფო. 3 კაცი ქუჩაში ვერ დადგებოდა. იმის უკან დაბრუნება აბსურდია. მივცეთ შანსი, თუ გამოასწორებენ ამ შეცდომებს 2020 წლამდე, თუ არადა მე გამოვალ პირველი და მე ვიქნები პირველი”, – განაცხადა პანჩომ.

მას შეეკამათნენ სტუდიაში, რომ მგლით ნუ აშინებს ხალხს, რაზეც პანჩომ უპასუხა:

“სააკაშვილი მგელი იყო, აბა ვინ იყო? გადაჭამა მთელი საქართველო".