მერაბ მეტრეველი:

მერაბ მეტრეველი: "ოცნების" მაქებარის მოძებნა "იმედსაც" კი უჭირს

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ტელეკომპანია „იმედის“ საგანგებო რეჟიმზე გადასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით „ოცნების“ მაქებარი რესპონდენტების მოძებნა, „იმედსაც“ კი უჭირს. 

„ესე იგი, რაც "იმედი" საგანგებო რეჟიმზე გადავია, მგონი ჯერ ერთი გადაცემა გავიდა, ხო? კი ბატონო ასეთ რეჟიმში მუშაობა"იმედის" გადასაწყვეტია ( თუ რ2 აწარმოებს პროპაგანდას, "იმედსაც“ შეუძლია ალბათ), მაგრამ როგორც ჩანს, შესაბამისი რესპონდენტების მოძიება ჭირს. იმ გადაცემაში ვინც კი ნაცების სალანძღვად ყავდათ მოყვანილი, ყველა ჯერ "ოცნებას" აგინებდა უკანასკნელი სიტყვებით და მერე იწყებდა ნაცებზე და 9 წელზე საუბარს. ჰოდა, კარგი იქნება, ამ გადაცემებს ის ბრძენი კაცი თუ უყურებს. იქნებ, მიხვდეს მისმა პოლიტიკამ რა შედეგი მოიტანა. " ოცნების" მაქებარის მოძებნა "იმედსაც" კი უჭირს“, - წერს მეტრეველი.

შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტელეკომპანია "იმედი" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანიამ თავად გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "იმედი" წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და იმუშავებს იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს "ნაციონალური მოძრაობა".