"დაგვპირდით, რომ ხელისუფლებას ჩამოაშორებთ გუგულას და მისნაირ ცინიკოს დედაკაცებს და მამრებს"

სოციალური ქსელის მომხმარებელი მამუკა ხაჭიპურაძე ხელისუფლებას მიმართავს:

„ერთხელ მაინც გეყოთ ვაჟკაცობა, ადამიანობა, მამულიშვილობა - გამოდით და დაგვპირდით, რომ...

ობიექტურად გამოიძიებთ 2003-2012 წლებში ჩინოვნიკების მიერ (ან მათი მითითებით) ჩადენილ ყველა დანაშაულს და მკაცრად დასჯით დამნაშავეებს;

ხელისუფლებას ჩამოაშორებთ გუგულას და მისნაირ ცინიკოს დედაკაცებს და მამრებს;

ყველა სფეროში მოძებნით და დაასაქმებთ განათლებულ, პროფესიონალ კადრებს;

ერთი და იგივე პოზიციაზე დასაქმებულ და ერთნაირად დატვირთულ ხალხს მისცემთ თანაბარ ანაზღაურებას;

გააიფებთ საწვავს, პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და მედიკამეტებს;

ყველაფერს გააკეთებთ ეროვნული ვალუტის გასამყარებლად;

ძირეულად შეცვლით განათლების სისტემას და სასწავლო (დამღუპველ!) პროგრამას სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში;

ხელს შეუწყობთ ინვესტიციების მოზიდვას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გააზულუქებთ ინვესტორებს და თუ საჭირო იქნება ყურსაც აუწევთ;

მკაცრად შეზღუდავთ და გააკონტროლებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინებას, აკრძალავთ მათთვის მოქალაქეობის მინიჭების და მათ მიერ საკუთრების შეძენა-დაკანონებას;

ღირსეულად მოეპყრობით ვეტერანებს და პენსიონერებს;

აიძულებთ კერძო კომპანიებს დაიცვან შრომის უსაფრთხოების ყველა წესი;

შეზღუდავთ კერძო მევახშეებისა და სისხლისმწოველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პარპაშს;

ყველაფერს გააკეთებთ სოფლის მეურნეობის ფეხზე დასაყენებლად და უზრუნველყოფთ პროდუქციის რეალიზაციას;

ტ***ს არ მისცემთ ლიბერალებს და არასამთავრობოებს;

თავს არ მოგვახვევთ იდიოტურ ფასეულობებს;

ქვეყანას მართავთ პრინციპულად და არა ბიძინას ჩახველების ტონალობის ან ბერას ფეისბუქის პოსტების მიხედვით;

იზამთ ამ ყველაფერს - იქნებით ხელისუფლებაში! არ იზამთ და ისევ იმ @@ეურ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, როგორშიც ახლა ხართ! ამასობაში კი მიHაც Hამოვა და მოგივლით ყველას" - წერს მამუკა ხაჭიპერაძე.