ბოლო 3 თვეში ბიძინა ივანიშვილის ქონება 150 მლნ დოლარით შემცირდა

ბოლო 3 თვეში ბიძინა ივანიშვილის ქონება 150 მლნ დოლარით შემცირდა

ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო 3 თვის განმავლობაში 150 მილიონი დოლარით შემცირდა. "ბლუმბერგის" მილიარდერების ინდექსით, თუკი ივანიშვილის ქონება აგვისტოს დასაწყისში 5.82 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 31 ოქტომბრის მონაცემებით, ის 5.67 მილიარდ დოლარამდე დავიდა. 

მთელი წლის განმავლობაში ივანიშვილის ქონება ყველაზე მეტად შემცირებული 30 ოქტომბერს იყო და ის 5.65 მილიარდ დოლარს შეადგენდა.