გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ოკუპანტად გამოცხადების წინააღმდეგი იყო - ლაშა ჟვანია

გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ოკუპანტად გამოცხადების წინააღმდეგი იყო - ლაშა ჟვანია

პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ „ტვ პირველის" ეთერში პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ტროას ცხენს შეადარა.

ჟვანიას თქმით, რუსეთის ოკუპანტად გამოცხადებისა და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის პოზიცია იყო აბსოლუტურად სხვა. „გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის ამბობდა, რომ ეს იყო შედარებით არასწორი ნაბიჯი".

„იმ პერიოდში ვიყავი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. მე არ გახლდით ადამიანი, რომელიც სხვისგან იგებდა რაიმე ამბებს. მაშინ მე განვაცხადე, რომ არასწორი იყო გრიგოლ ვაშაძის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა, სწორედ მაშინ ვიყავი იძულებული, დამეტოვებინა პარლამენტი და მივიღე ეკონომიკის მინისტრის პოსტი", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.