დარეჯან მეფარიშვილი: საინტერესო და „უმნიშვნელო“ დეტალი...

დარეჯან მეფარიშვილი: საინტერესო და „უმნიშვნელო“ დეტალი...

„საინტერესო და „უმნიშვნელო“ დეტალი: გრიგოლ ვაშაძე მადლობას უხდის, ეჭიკჭიკება და ეხუტება ვიტალი შკლიაროვს და ფულსაც უხდის. ქართული ფული რუსეთში გაედინება, ადრე პირიქით იყო, როგორც მახსოვს, თუმცა ისიც მახსოვს „ნაცების“ „პირველმა სკრიპკამ“ რომ თქვა „ფულს სუნი არ უდის“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: 

„გრი-ღორის ეხმარება შკლიაროვი, რომელმაც, როგორც კი დადგა ფეხი ქართულ მიწაზე, პირველი რაც თქვა, იყო: ქართველებს აფხაზეთზე მეტად, კუჭის შევსების პრობლემა აწუხებთო. ვაშაძეს „არ ახსოვს“, მაგრამ „ჩვენი ისტორიული მეგობარი“ შკლიაროვი, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქსენია სობჩაკის კამპანიის „ნაჩალნიკი“ იყო.

„ნაჩალნიცა“ ქსენია სობჩაკი, რომელიც, სხვათაშორის, მიჰას მეგობარიცაა, გარდა იმისა, რომ პუტინის ქალია, არის პუტინის „კუკლა“, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები „გააფერადებინეს“, „შაამსებინეს“.

ქსენიუშას მამის, სანკტ-პეტერბურგის მერის თანაშემწე ვალოდია პუტინი რომ იყო, ეს წესით, გრი-ღორს კი უნდა ახსოვდეს. საცხა იქვე ცუხცუხებდა ეგეც და ვინ იცის (არადა, იციან), პუტინის გაპრეზიდენტებაში ლომის წვლილი მიუძღვის, ვაშაძე ხომ, როგორც თავად ამბობს და არც მალავს (ეგაა, დიდ პუბლიცისტკას არ სჯერა ბელადის), რუსული კულტურის, რუსული ენის და რუსეთის შვილია. ქსიუშა კი სააკაშვილის კარის (მხოლოდ?) ტალახიანი ტილოს მლოკავი...“ - წერეს მეფარიშვილი.