სუის-ის მიერ ზუგდიდის მერისა და ვიცე-მერის დაკავების ფაქტს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება.
აღსანიშნავია, რომ სწორედ "რუსთავი 2"- მა გაავრცელა სკანდალური ჩანაწერი, სადაც კორუფციული გარიგებები იკვეთებოდა.
"ზუგდიდის მერი და მისი მოადგილე დაუჭერიათ. ის მერი, ჩვენი მხილების მერე რომ "გადადგა" და სალომეს შტაბის უფროსად დანიშნეს ზუგდიდიში
გვიანია, ჩაიარა მატარებელმა. შეეგუეთ წაგებას"- წერს გვარამია.