დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე გოგია „ოცნების“ ცენტრალურ შტაბში იმყოფებოდა - ვის შეხვდა და რა გარიგება შედგა ყოფილ მაღალჩინოსანთან

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე გოგია „ოცნების“ ცენტრალურ შტაბში იმყოფებოდა - ვის შეხვდა და რა გარიგება შედგა ყოფილ მაღალჩინოსანთან

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, დღის პირველ ნახევარში „ოცნების“ ცენტრალურ ოფისში იმყოფებოდა. წყარო „ნიუპოსტს ეუბნება, რომ გოგიამ მმართველი პარტის შტაბი 14:00 საათზე დატოვა. ვისთნ ჰქონდა შეხვედრა გოგიას, უცნობია, თუმცა სავსებით დასაშვებია, რომ მასა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული გარიგება შედგა.

აღსანიშნავია, რომ გოგია სალომე ზურაბიშილის ზუგდიდის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. არჩევნების პირველ ტურში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, „ოცნებამ“ სტრატეგია შეცვალა და შესაძლოა, გოგიას დაკავებაც სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილი იყოს.