ზაზა პაპუაშვილი:

ზაზა პაპუაშვილი: "ამ პროცესს ჯანსაღად ვუყურებ და ვიცი, ყველაფერი კარგად დამთავრდება"

"ქვეყანაში დადგა სიტუაცია, როცა არცერთი პოლიტიკური ძალა გამარჯვებული არ არის, გამარჯვებული არის ქართველი ხალხი, რომელმაც ყველა პოლიტიკური ძალა გვერდზე გაწია და მოიპოვა უფლება მოლაპარაკების მაგიდასთან პირისპირ დაუჯდეს ხელისუფლებას და არჩევნების ენით ელაპარაკოს. მე ამ პროცესს ჯანსაღად ვუყურებ, ეს არ არის ჩიხური სიტუაცია, ეს არის ცოცხალი ურთიერთობა. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება," - ასე აფასებს არჩევნების პირველი ტურის შედეგებს უმრავლსეობის წევრი, მსახიობი ზაზა პაპაუაშვილი.

"დღეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, იყო ბევრი თვითკრიტიკა, საუბარი დაშვებულ შეცდომებზე, ვინ რა ვერ გააკეთა, რატომ ვერ გააკეთა, იყო კარგი იდეებიც. მერწმუნეთ, რაც ხდება, ეს არ არის ჩიხური სიტუაცია, ეს არის ცოცხალი ურთიერთობა, ამიტომ ყველა ერთად უნდა დავსხდეთ, გავაანალიზოთ, აღვადგინოთ კომუნიკაცია და ეს დიალოგი უნდა გამყარდეს.

"საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ყველაფერი გამოსწორდება. პირადად მე მადლობას ვუხდი ხალხს, რომელმაც ცივი შხაპი გადაგვასხა და გამოგვაფხიზლა, მაგრამ, ძალიან ძნელია ბრძოლა ბოროტებსათან და სიცრუესთან, თანაც იმას რომ გაბრალებენ, რასაც თვთითონ აკეთებდნენ წლების მანძილზე. ახლა იძახიან ყველას დაგიმახსოვრებთ, რომ დავბრუნდებით, ყველას გაგყრით საჯარო სივრციდან, კულტურიდან, ხელოვნებიდან. ხალხმა უნდა განსაჯოს, რა ხდება, მაგრამ არა ისე, გავბრაზდი და "ნაციონალებს" მივეცი ხმაო. ქვეყანას კი არ უნდა გაებუტო და ყელი გამოჭრა; თუ ვინმეს ქვეყნისა და ბედის ჩარხის უკან დაბრუნება უნდა ამით პარტია არ დაისჯება, დაისჯება ქვეყანა.

"ხელისუფლებები იცვლებიან, ჩვენ ვრჩებით, ამიტომ უნდა გავერთიანდეთ სიყვარულითა და ერთმანეთის პატივისცემით," - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.