საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის „ქართულ ოცნების" ცენტრალურ შტაბს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის შტაბს კი - დედაქალაქის მერი კახა კალაძე უხელმძღვანელებენ.
როგორც „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, გადაწყვეტილება პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს 615 433 ხმა აქვს, რაც ხმათა 38.64 პროცენტს შეადგენს, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 600 970 ხმა მოაგროვა, რაც ხმების 37.74 პროცენტია.