"ამ ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ "ნაცმოძრაობის" დაბრუნება ვაი და ვუი იქნება!"

ბეწვის ხიდზე აღმოჩნდება ქვეყანა, თუ ისევ "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა ხელისუფლებაში! ჩემი აზრით, ყოვლად დაუშებელია მათი დაბრუნება, - ამის შესახებ განცხადებას მსახიობი გუჯა ბურდული ავრცელებს.

მსახიობის განცხადებით, მმართველმა პარტიამ ბევრი შეცდომა დაუშვა. ბურდული იმედოვნებს, რომ "ოცნება" დაშვებულ შეცდომებს გამოასწორეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსახიობის აზრით, შესაძლოა, ცუდი რამ მოხდეს.

"არ მომწონს, ბევრი შეცდომა, რომ დაუშვეს, ეგ თქვენც კარგად იცით და მეც! იმედია, გამოასწორებენ შეცდომებს თუ არადა, რაღაც შეიძლება ძალიან ცუდი მოხდეს! მე მათი მხარდამჭერი ვიყავი და ვარ, მაგრამ ბევრ არასწორ ნაბიჯს ვხედავ! ყველაზე მეტად გამოუსწორებელი შეცდომები სასამართლო სისტემაში დაუშევს! ისეთი მოსამართლეები დასვეს სათავეში, რომლებიც ქვეყნისთვის სასარგებლო არ არიან, მეტიც ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც აზარალებენ! ძალიან დიდი სიღარიბეა ხალხში, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს!

"მათ მხოლოდ ვუსურვებდი, გამოესწორებინათ ყველაფერი და თავის სიმაღლეზე დამდგარიყვნენ! ხალხისთვის ეშრომათ! აი, "ნაციონალური მოძრაობა" თუ მობრუნდა, დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში, გურულები როგორც იტყოდნენ, ვაი და ვუი იქნება! გამოვსწორდებითო - ხომ ამბობენ "ნაციონალები", ჩვენს შეცდომებზე ვისწავლეთ ბევრი რამო, მე მაგის არ მჯერა! ხომ იცით მელას რომ საქათმე უყვარს, იმას ვერაფრი გადააჩვევს! ქართველები ზარმაცი ხალხი ვართ, ახლა დაირაზმეთ გაზეთი, რადიო, ტელევიზია და შემოუძახეთ ყველას - არჩევნებზე მივიდნენ!", - ავხადებს გუჯა ბურდული "კვირის პალიტრასთან".