ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 10-მდე საფლავი გაქურდეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, წაღებულია მონუმენტები და დაზიანებულია საფლავის ქვები. ასევე, მოპარულია ლითონის შემცველი ნაკეთობები, მათ შორის მესრის ჯაჭვები.
მოსახლეობა ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს და საფლავის ტერიტორიაზე დარაჯის აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.