სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბმა, საკონცერტო პროგრამის შესრულებისთვის მომღერლების ნაწილს 500-500 ლარი უნდა გადაუხადოს, ხოლო რეჟისორს 1000 ლარი.
ზოგიერთი მომრერალი ხელშეკრულებების მიხედვით 600 ლარს მიიღებს, ნაწილი - 571 ლარს, ნაწილის 240 - ლარს, ხოლო ზოგიერთი 142 ლარს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ზურაბიშვილის კამპანიის ხარჯები გამოქავეყნა.
როგორც ცნობილია, მუსიკოსებმა სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა. მათ სპორტის სასახლეში, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ საარჩევნო შეხვედრაზე იმღერეს და გამოჩნდნენ მის მხარდამჭერ კლიპშიც.