,ამჯერად, ამერიკელი კონგრესმენი და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე - ტედ პო მოუწოდებს ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ.
აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს ორ ქვეყანას შორის ბარიერების მოხსნას ეკონომიკურ ურთიერთობებში, ქართული კომპანიებისთვის ახალ, რეალურ შესაძლებლობებს ამერიკულ ბაზარზე დასამკვიდრებლად, მეტ ამერიკულ სავაჭრო ინტერესს საქართველოში.
ამავდროულად, ეს იქნება აშშ-ს კიდევ ერთი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებითვის, რომ საქართველო არის სანდო და სტაბილური პარტნიორი ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში",- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადიგილემ ნინო გოგუაძემ