მორიგი მსუყე შემოწირულობა ზურაბიშვილს -

მორიგი მსუყე შემოწირულობა ზურაბიშვილს - "ოცნების" კანდიდატმა 11 დღეში 2 283 653 ლარის შეწირულება მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, 2018 წლის 17-28 ოქტომბერს, 2 283 653 ლარის შეწირულება მიიღო.

დოკუმენტების თანახმად, ზურაბიშვილმა 2 183 653 ლარის შეწირულება ფიზიკური პირებისგან, ხოლო 100 000 ლარი იურიდიული პირებისგან მიიღო. რაც შეეხება ხარჯს, კანდიდატმა ამ პერიოდის განმავლობაში 2 267 586 ლარი დახარჯა. 17-28 ოქტომბრის პერიოდში ზურაბიშვილის რეკლამის ჯამური ხარჯი შეადგენდა 1 850 610 ლარს. აქედან სატელევიზიო რეკლამისთვის დახარჯა 1 168 175 ლარი, ბეჭდური რეკლამის ხარჯი - 42 949 ლარი, ინტერნეტ რეკლამის ხარჯი კი 25 606 ლარი იყო. ამავე პერიოდში გარე რეკლამისთვის დახარჯა 611 766 ლარი; სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის კი - 2 115 ლარი.

ზემოთ აღნიშნულ პერიოდში, ზურაბიშვილმა შრომის ანაზღურებისთვის 19 625 ლარი გასცა, ხოლო მივლინებებში 16 786 ლარი დახარჯა.