საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინ, „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის კლიპი გავრცელდა, რომელშიც მსახიობები, მომღერლები და სხვა მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანები საზოგადეობას ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებედნენ. მეორე ტურამდე „ოცნება“, ალბათ, კიდევ შეეცდება, რომ მსგავსი პიარკლიპები გადაიღოს, რომელშიც უფრო ცნობილი და პოპულარული ადამინები გამოჩნდებიან.
„ნიუპოსტი“ დაინტერესდა, როგორი პოზიცია აქვთ ცნობილ მომღერლებს და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მომღერალს, მამუკა ჩრკვიანს დაუკავშირდა, რომელიც ზემოაღნიშნულ კლიპში არ მოანწილეობს.
ჩვენ მისი პოზიციით იმიტომ უფრო დავინტერესდით, რომ მამუკას და, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერია.
სხვათა შორის, მამუკა ჩარკვიანი პოლიტიკაში, როგორც წესი, არ ერევა, თუმცა ჩვენს კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს თუ არა მხარს, მომღერალმა მამუკა ჩრკვიანმა გვიპასუხა:
„არა, სალომე ზურაბიშვილს მხარს არ ვუჭერ, რადგან ეს არჩევნები საქართველოსთის წყალგამყოფია!“