არყის დისტრიბუტორი და იუნა შაფათავა - „ოცნების“ დამრტყმელი ძალა

არყის დისტრიბუტორი და იუნა შაფათავა - „ოცნების“ დამრტყმელი ძალა

„საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„მე რომ ვაშაძე ვიყო, დავაოკებდი ყველა ჩემ მომხრეს და ფეხი ფეხზე შემოდებული დინჯად ვისაუბრებდი მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე, ვინაიდან და რადგანაც:

- სალომეს საარჩევნო კამპანიას სათავეში ჩაუდგა თვით ბიძინა საკუთარი იდეებით;

- კარდაკარი ჩააბრეს არყის დისტრიბუტორს;

- „ფეისბუქს“ შეუტია იუნა შაფათავამ;

- „იმედმა“ ბოლო ნიღაბი ჩამოიგლიჯა და გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, სადაც ნოეს თავზე მასაჟს უკეთებენ;

- გედევანმა სამოქალაქო ომის მოლოდინში ხმალი ალესა;

- და „ოცნების“ „პიარშჩიკებმა“ კრეატული კლიპი ჩაუშვეს, სადაც ახალგაზრდები შიგადაშიგ ამბობენ „მინდა, ძუძუ მომაჭამო“, "მინდა მიხმარო"... (ეს კლიპი თუ არ გინახავთ, არ ნახოთ)

ამასთან, გაცნობებთ, რომ მეორე ტურის არჩევნებს ISFED-სა და TI-ის ნაცვლად არასამთავრობო ორგანიზაციები Global Initiative on Psychiatry და საქართველოს ფსიქოტრამვის საზოგადოება დააკვირდებიან. სერიიდან: პოლიტიკა წილხვედრში“.