თბილისში, „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს.
რამდენიმე წუთის წინ, ოფისთან გოგა ხაინდრავა გამოჩნდა, თუმცა ის ჟურნალისტებს გაექცა და ტერიტორია მალევე დატოვა. მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ ოფისის ავტოფარეხში საკუთარი ავტომობილით შევიდა. უცნობია, ხაინდრავა ესწრება თუ არა ივანიშვილისა და უმრავლესობის შეხვედრას.
შეხვედრას ესწრება მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.