საქართველოს თავდაცვის მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რუსეთს „ჯაველინები“ არ გადასცეს. იგი ამბობს, რომ მედია დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა. შეკითხვამ, იგეგმება თუ არა უწყებიდან მისი ჩამოშორება, ლევან იზორიას გაღიზიანება გამოიწვია.
„თქვენც ხართ მსხვერპლი მორიგი დეზინფორმაციის და იმედია, რომ ამ მსხვერპლისგან გათავისუფლდებით მერე. ეს არის დეზინფორმაცია და სიტყვა დეზინფორმაცია თუ არ იცით რა არის, იქნებ მოიკითხოთ.
მე თქვენ არაფერში დამიდანაშაულებიხართ, როგორც თანამოქალაქემ გითანაგრძნეთ, რომ დეზინფორმაციის მსხვერპლი ბრძანდებით, არავითარი ცვლილებები არ იგეგმება, იგეგმება ეფექტიანი მუშაობა“, - განაცხადა იზორიამ.