„ოცნებაში“ საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა: „სერიოზული მობილიზებაა საჭირო“

„ოცნებაში“ საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა: „სერიოზული მობილიზებაა საჭირო“

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორცფ შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, ივანიშვილთან იმ სტრატეგიაზე ისაუბრებენ , რომლითაც მეორე ტური უნდა ჩატარდეს.

„ძალიან სერიოზული მობილიზება, მომზადება, შეთანხმება და შეჯერებაა საჭირო. სწორედ იმ სტრატეგიაზე ვისაუბრებთ, რომლითაც მეორე ტური უნდა ჩატარდეს. ჩვენ გვჭირდება ყოველდღე ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ყველა ჩვენს ამომრჩეველს და მოქალაქეს მოვუწოდოთ, რომ მეორე ტური გავაცნობიეროთ. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი არჩევანია, ძალიან საპასუხისმგებლო ქვეყნისთვის

ისინი არიან მსჯავრდებულები ადამიანების წამებაში, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში. ეს ძალიან მძიმე რეალობაა. მე ვგულისხმობ სააკაშვილს, ახალაის, მერაბიშვილს და სხვებს. შეიძლება ისინი შეიწყალონ და ამან შესაძლოა სახიფათო პროცესები გამოიწვიოს“, - განაცხადა ბესელიამ.