ნინო ჯღარკავა: არა 5 ნომერს! არა სიკვდილს, გაუმარჯოს სიცოცხლეს!

ნინო ჯღარკავა: არა 5 ნომერს! არა სიკვდილს, გაუმარჯოს სიცოცხლეს!

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:

„ისე დამანგრია პირველი ტურის შედეგებმა, რომ ძილიც ვერ მერევა, თვალწინ კინოკადრივით გაიარა იმ საშინელი რეჟიმის დღეებმა, წლებმა, წუთებმა, რამ უნდა დამავიწყოს სააკაშვილის მთავრობის ჩადენილი დანაშაულებები, მკვლელობები, ხალხის აბუჩად აგდება დამცირება,2004 წელს ტელევიზიიდან გამოყრილი თანამშრომლების თვალები, მომავლის არქონის შიში, შემდეგ დაწყებული ბრძოლა, 26 მაისის თავსხმა წვიმა და დასჯილი ადამიანები,7 ნოემბერი ,ახლაც თვალწინ მიდგას ბარათაშვილის ხიდზე თავზეხელებაფარებული ქალები ახალგაზრდა ბიჭები, უკან ხელკეტებით როგორ მისდევდნენ ნიღბიანები და გამეტებით უჩეხავდნენ თავებს, კივილი, სისხლი, ყინვაში რიყის მოედანზე დასხმული წყალი, რომ იოლად დაწეოდნენ ყინულზე მოხუცებს ,ქალებს და იქვე ჩაექოლათ განსხვავებული პოზიციის გამო, გამძღარი მაღალჩინოსნების და მათი მეძავეების მყუდროების დარღვევის გამო მოკლული გირგვლიანი, მანქანაში ჩაცხრილული გია კრიალაშვილი, მთვრალი პატრულის ხუშტურით მოკლული 19 წლის ბუტა რობაქიძე და ის საშინელი 23 ნოემბრის ღამე, საკანში ცემით მოკლული ჩემი მეგობარი უჩა გოდელაძე, მერე იყო „ობიექტივი“, მამაჩემის პენსიონრის ბარათით მეტროთი უფასო მგზავრობა და გადაცემის ომახიანად წაყვანა, რომ ჩვენ მოვიგებდით ამ ომს, ციხის კადრები, ჩემი მეგობრის რისკი ფეხით გადასულიყო წითელ ხიდზე ფლეშკით ხელში სადაც ეს კადრები იყო აღბეჭდილი და მეზობელი ქვეყნიდან გადაეგზავნა ბრიუსელში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, იმ კაცისთვის დღეს მადლობაც არავის უთქვამს ,მერე სტამბული ,საკუთარი შვილის თბილისში უპატრონოდ დატოვება, სხვისი შვილების გადასარჩენად, ჩემს ძმაზე მუქარა, ავტომატს ჩაგიდებთ, თუ შენს დას არ გააჩერებო, მერე 1 ოქტომბერი, თავისუფლება, სიცოცხლის თავიდან დაწყება, ეს 6 წელი ათასი ცილისწამების და ტალახის ატანა, ბევრი უმადურობაც, მადლიერებაც, დაწინაურებული ჯალათებიც, დაუმსახურებელი თანამდებობებიც, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ,ვერ დაგაბრუნებთ ჯალათებო, მკვლელებო, ღამის სამ საათზე ნოტარიუს გინტურთან ქონების გადამფორმებელებო, ციხეში თეთრაძის მკვლელებო, კაცების გამაუპატიურებლებო, კოხტა კოდუებო, მეგის ქარდავებო, ახალაიებო, სააკაშვილებო, ამ ერთხელაც დაგდებთ ბეჭებზე და მერე ჩემს მთავრობას მოვთხოვ სამართლის აღსრულებას, რომელსაც 6 წელია ველით!  არა ნაცჯალათებს! არა 5 ნომერს! არა სიკვდილს, გაუმარჯოს სიცოცხლეს!“ - წერს ჯღარკავა.