გიორგი კახიანი: რა მოხდა რომ სახლებს ართმევდა ხალხს?! მთავარია, ხომ მიხვდა შეცდომას...

გიორგი კახიანი: რა მოხდა რომ სახლებს ართმევდა ხალხს?! მთავარია, ხომ მიხვდა შეცდომას...

„ერთს რომ ჩამოართმევ სახლს, მერე ვეღარ ჩერდები“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს განაცხადა, უკანონოდ ნაყიდი და აშენებული სახლების ჩამორთმევის შესახებ კითხვის პასუხად.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

„რა მოხდა რომ სახლებს ართმევდა ხალხს?! მთავარია, ხომ მიხვდა შეცდომას“, - წერს კახიანი.