ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე იმ მოქალაქეებს ვინც არჩევნებზე არ წავიდა თხოვნით მიმართავს, რომ მივიდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე და ხმა გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ მისცეს, რათა არ დაბრუნდეს ხელისუფლება, რომელმაც, მისი თქმით, უსამართლოდ დააპატიმრა და ციხეში აწამებდა.
„დღეს არის ერთადერთი შესაძლებლობა იმის, რომ მოძალადეებმა ხელში არ ჩაიგდონ ძალაუფლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი არ შეიცვლება, ისინი იმავე მეთოდებით დაიწყებენ დარბევას, პირველებს ვისაც შეეხებიან იქნებიან ჟურნალისტები. გრიგოლ ვაშაძე ყველაფერი მობილიზებული აქვს, რუსეთიდან ჩამოყვანილი ჰყავს უამრავი პიარ ჯგუფი, ჟურნალისტები, ადამიანები, ვინც მას აპიარებენ.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს წამებაში უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას. ერთი არის „ქილერა“, რომლის შეწყალებასაც ვაშაძე აპირებს. უამრავი ადამიანი ადასტურებს, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელობით აწამებდნენ ხალხს გლდანის საპყრობილეში“, – ამბობს აბდალაძე.