ყველაზე ბინძურნი

ყველაზე ბინძურნი "რესპუბლიკელები" აღმოჩნდნენ – დავით კალანდია

პუბლიცისტი დავით კალანდია რესპუბლიკური პარტიის მიერ გრიგოლ ვაშაძისადმი გამოცხადებულ მხარდაჭერას ეხმიანება:

"იმ შენიღბულ ევროსაქონელსა და არამზადა ჯაფარიძეზე უფრო ბინძურნი, რომლებმაც ვითომ შეიცვალეს ორიენტაცია, იმ ლატენტურ ნაცისტებზე უფრო ბინძურნი, ვინც საზოგადოებაში ვითომ გმობდნენ სისხლიან რეჟიმს და სინამდვილეში კი შურით უყურებდნენ მიშას გამოქანებასა და თეძოების ჰიპერაქტიურ თამაშს, "რესპუბლიკელები" აღმოჩნდნენ. ე.წ. „ინტელექტუალები“, ე.წ. „მოაზროვნეები“, ეს 3%-იანი რესპუბლიკელები აღმოჩნდნენ ყველაზე ბინძურნი.

გამოდიან და ჩხავიან: „ვაშაძეს ვუჭერთ ხმაააააააააააააას, რადგან ბიძინამ გვაწყენინა და არ დაგვაფასა ბოლომდეეეეე“… 2012 ბიძინას რომ არ შემოეკედლა „რესპუბლიკელები“ და ჟღვინტი რომ არ მოეხოცა მათთვის, ახლა ალბათ პადოშასთან, „მეთვითონთან“ და ვიქტორ ანპილოვთან ერთად დიდი ხანია უხსენებელში იქნებოდნენ.

ამ მცირერიცხოვან ერში რამდენი აზეფი, მაზეპა და პაოლო მოროზოვი გვყოლია… ექსპორტზე ხომ არ გავიტანოთ, როგორც ექსპონატები და ბიუჯეტიც შეივსებოდა", – წერს დავით კალანდია.