ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გუშინდელი გამონათქვამი სანანებლად ექცა. საქმე ეხება თამარ ჩუგოშვილისადმი მიმართვას, რომელიც მაშინვე უამრავმა ადამიანმა დაგმო. სააკაშვილმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა:
"რა თქმა უნდა, მე თვითონაც ვყვები ადამიანურ ემოციებს, რკინის არც მე არა ვარ. ძნელია ყურება ამ სიცრუის, ძალადობის და მუქარის ნაკადის, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, ნუ, ერთმა ნორმალურმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ მე არ უნდა ვეცემოდე მათ დონეზე და არ უნდა ვხმარობდე რამე სახის, ოდნავ მაინც, თუნდაც ასეთი დონის ტერმინებს იმიტომ, რომ ნორმალურ ადამიანებს ეს ხვდება ცუდად. და მე ყველა, ნორმალურ ადამიანს, მინდა, ჩემის მხრივ მოვუხადო ბოდიში იმისათვის, რომ ხანდახან … შეიძლება ისეთ ტერმინოლოგიას არ ვხმარობ, როგორსაც უნდა ვხმარობდე, მაგრამ, ნუ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვმართებს მეტი თავშეკავება”.