კახა კალაძე: ვერცერთ ადამიანს, საკუთარი განსხვავებული აზრის გამო, ვეღარავინ განდევნის!

კახა კალაძე: ვერცერთ ადამიანს, საკუთარი განსხვავებული აზრის გამო, ვეღარავინ განდევნის!

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ნაცებს“ ფიზიკური ტერორის შესაძლებლობა აღარ აქვთ და სიტყვიერი ტერორით იკმაყოფილებენ ძალადობის ჟინს. მეორე ტურში გასვლამ საკუთარ თავზე კონტროლი დააკარგვინათ. ხელისუფლების კრიტიკაში ანა დოლიძეს უკან არასოდეს დაუხევია. დღეს კი, როცა გამოდის და თავის პოზიციას, აზრს აფიქსირებს, ისეთს, რაც ვიღაცისთვისაა მიუღებელი, თავს დაესხნენ, როგორ გაბედა ჩვენი კრიტიკაო. მცდელობების მიუხედავად, არ იმალება „ნაცებში“ ძალადობის მოთხოვნილება.

მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ვართ და ვერც ანა დოლიძეს, და ვერცერთ ადამიანს, საკუთარი განსხვავებული აზრის გამო, ვეღარავინ განდევნის.

ძალადობას საქართველოში მომავალი არ აქვს!“ - წერს კალაძე.