ქვის კარიერის აფეთქების შედეგად, ქედაში 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც კარიერის დამუშავებისას ქვა დაეცა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, კარიერზე სამუშაოებს კერძო კომპანია აწარმოებს. მომხდარზე დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება კი სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.