სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომზე მორიგი განცხადება გააკეთა

სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომზე მორიგი განცხადება გააკეთა

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის დაწყებაში კვლავ საქართველოს ადანაშაულებს. ზურაბიშილმა ინტერვიუ „deutsche welle“-ს მისცა:მ

„არამხოლოდ ქართველები, არამედ მთელი საერთაშორისო გაერთიანებაც იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველო 2008 წელს პროვოკაციას წამოეგო.

მხოლოდ 15 პროცენტი ემხრობა სააკაშვილის პარტიის შეხედულებას. ისინი მაკრიტიკებდნენ, რადგან 5 ტელეკომპანია ჰქონდათ ჩემზე თავდასხმის მოსაწყობად.

შესანიშნავად ორგანიზებული იყვნენ სოციალურ ქსელებშიც. ქუჩაში ნებისმიერს რომ ჰკითხოთ, იგივეს დაგიდასტურებთ. ეს იგივეა, რომ დემოკრატია წინა რეჟიმს შევადაროთ.

საკითხი, რომელიც წამოიჭრა შიდა განხილვის თემაა, რომელსაც არანაირი კავშირი აქვს რუსეთის შეცდომის აღმოფხვრასთან.

საქმე იმაშია, შეეძლო თუ არა საქართველოს მთავრობას გაეკეთებინა მეტი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად. ეს კითხვა შემდეგ პრეზიდენტსაც უნდა დაუსვან“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.